Friday, April 29, 2011

ყველაფერი მზის სისტემის წარმოშობასა და დედამიწის ასაკზე.

მზის სისტემის წარმოშობა



მზის სისტემის წარმოშობა
მზის სისტემის შესწავლამ ცხადყო, რომ ყველა პლანეტა მზის გარშემო ბრუნავს ერთი და იგივე მიმართულებით, გარდა ურანისა და ნეპტუნისა, აგრეთვე ერთი და იგივე
მიმართულებით მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემოც. პლანეტების ორბიტები თითქმის არ განსხვავდებიან წრეხაზებისგან. გარდა ამისა, მათი სიბრტყეების ურთიერთდახრა
ძლიერ უმნიშვნელოა. ცხრა პლანეტიდან შვიდისათვის იგი არ აღემატება 3 გრადუსს. მხოლოდ უახლოესი პლანეტა მერკურისა და უშორესი პლანეტა პლუტონის ორბიტები
ხასიათდება სიბრტყეების დახრის დიდი კუთხით (7 და 17 გრადუსი). ეს მიუთითებს პლანეტების ერთნაირ წარმოშობაზე. მაშასადამე პასუხი რომ გავცეთ კითხვაზე,
როგორ გაჩნდა დედამიწა, ჯერ უნდა ვიცოდეთ, როგორ გაჩნდა მზის სისტემა.

მზის სისტემის წარმოშობაზე მრავალი ვარაუდი და ჰიპოთეზა არსებობდა.მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნეში საოველთაო აღიარება ჰპოვა კანტისა და ლაპლასის თეორიებმა.
ამჯამად კი სარწმუნოდ ითვლება ცნობილი მეცნიერის ო.ი. შმიდტის ჰიპოთეზა. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, რამოდენიმე მილიარდი წლის წინათ ჩვენი გალაქტიკის
ერთერთ სპირალურ შტოში გაჩნდა გიგანტური ღრუბელი, რომელიც შედგებოდა მტვრისა მასთან შერეული შედარებით მსხვილი, მკვრივი ნაწილებისა და გაზისაგან.
ღრუბელი შეიკუმშა, გამკვრივდა და შემდგომში განვითარების შედეგად წარმოიშვა ვარსკვლავთა ჯგუფი. ერთერთი მათგანი იყო ჩვენი მზე, რომელიც სწრაფად გამოეყო
ამ ჯგუფს და თან გამოიყოლა მტვრისა და გაზის ნაწილი. ამრიგად მზე და პლანეტები გაჩნდნენ ერთი და იმავე ნივთიერებებისაგან, ოღონდ მზის შესაქმნელად კი
დარჩენილი მცირე ნაწილი.

თავიდან, რამოდენიმე ასეული ათასი წლის განმავლობაში მზეს გარს სქელი მბურავი ღრუბელი ერტყა, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა ბრუნვითი მოძრაობა. ეს
მოძრაობა მას გამოჰყვა თავდაპირველი მტვრისებრი გაზისებრი მდგომარეობიდან. მიზიდულობის ძალამ მიანიჭა მას 12 მილიარდ კილომეტრზე მეტი დიამეტრის მქონე
სფეროს ფორმა და იმდენად შეამჭიდროვა იგი, რომ შუქშეუღწევადი ფარდით დაფარა მზე.
მზესთან ახლო მყოფი ნაწილაკები აქროლდნენ და გაზისებრ ნივთიერებად იქცნენ. საკმაო სიმკვრივის ძნელადმდნობი მასები კი, რომლებიც რამდენადმე მოშორებოთ
იყვნენ, უცვლელად დარჩნენ. მზისგან დიდ მანძილზე წარმოიშვა მტვრისა და გაზის მჭიდრო ფენა. მზე მაშინ წააგავდა დიდ და უხეშ ნაჭუჭში მოთავსებულ კაკლის
გულს შმიტდმა დაამტკიცა, ხოლო შემდეგ მეცნიერ-ასტრონომებმა გამოკვლევებით დაადასტურეს,რომ მტვრის ღრუბელი,რომელიც გარს აკრავს მზეს, მტვრის ნაწილაკების
შეჯახების შედეგად ძლიერად სწრაფად უნდა ქცეულიყო ჩაჭყლეტილ, თანაბარ მრგვალ რგოლად. ურთიერთმიზიდულობის ძალის გავლენით ეს რგოლი იქცა მილიარდობით
ცალკეულ შემჭიდროვებათა გროვებად. შემდგომში მოხდა მათი გაერთიანება დიდ მასებად პლანეტებად. ღრუბლების შედარებით მჭიდრო ნაწილებში წარმოიშვა დიდი გროვები,
ხოლო შედარებით გაიშვიათებულ ადგილებში – მზესთან ახლოს და ღრუბლების კიდეებზე – პატარა გროვები,რაც გასაგებს ხდის პლანეტების უმრავლესობის განლაგებას
იმის მიხედვით,თუ რამდენად არიან ისინი დაცილებული მზეს.
შმიდტის ჰიპოტეზა ნათელყოფს, რომ მზესთან ახლოს მყოფი პატარა პლანეტების – მერკურის, ვენერას, დედამიწის და მარსის საშუალო სიმკვრივე დიდია, რადგან ისინი
წარმოიშვნენ საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმკვრივის მატერიის შედარებით მცირე ნაწილისაგან. სამაგიეროდ უფრო შორეული და დიდი პლანეტების, როგორიცაა იუპიტერი,
სატურნი, ურანი და ნეპტუნი, საშუალო სიმკვრივე მცირეა, რადგან ისინი ალბათ წარმოიშვნენ მხოლოდ გაზებისგან. უპირატესად წყალბადისაგან.
დედამიწის ასაკი.
წლებით გამოხატული აბსოლუტური ასაკის დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ რადიოაქტიური ელემენტის აღმოჩენის შედეგად (1897წ.), რაც მარია სკლადოვსკაია-კიურისა და მისი
მეუღლის პიერ კიურის დამსახურებაა.
რადიოაქტიური ელემენტების ატომები არამდგრადია და ისინი გარდაიქმნებიან სხვა უფრო მსუბუქ ელემენტებად. რთული გარდაქმნების შედეგად ერთი გრამი ურანი წარმოშობს 0,865გრამ
ტყვიას და 0,135გრამ ჰელიუმს. ურანის დაშლა ხდება ძალიან ნელა, მაგრამ მუდმივი სიჩქარით, მაგალითად, წლის განმავლობაში ტონა ურანი წარმოქმნის 1/7600 გრამ ტყვიას
( და შესაბამისად ჰელიუმის ნაკლებ რაოდენობას). ეს ნიშნავს, რომ 4,5 მილიარდი წლის მანძილზე ურანის ატომების ნახევარი დაიშლება და გარდაიქმნება ტყვიისა და ჰელიუმის ატომებად.

მაშასადამე, თუ მთის რომელიმე ქანში, რომელიც ურანს შეიცავს(მაგალითად, ერთი ტონა გრანიტი შეიცავს დაახლოებით 4 გრამ ურანს), ზუსტად გავზომავთ ურანული წარმოშობის
ტყვიისა (იგი ცოტათი გასხვავდება ჩვეულებრივი ტყვიისაგან) და ქანში შემავალი ურანის თანაფარდობას,შესაძლებელია საკმაოდ ზუსტად განვსაზღვროთ ამ მთის ქანის ასაკი და მაშასადამე დედამიწის
ფენის ასაკიც, რომლისგანაც ის წარმოიშვა.
ასეთი მეთოდით გამოიანგერიშებული დედამიწის ქერქის ასაკი უდრის 3,4 მილიარდ წელიწადს. მთლიანად დედამიწის ასაკი კი დაახლოებით შეადგენს მილიარდ წელიწადს.

No comments:

Post a Comment